წესები, პირობები და დაბრუნების პოლიტიკა

წესები და პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Gecomics-ის კომიქსების სამყაროში!
ჩვენთან ამანათის გამოწერა უმარტივესია, რომელიც არ მოითხოვს ორიოდე წუთზე მეტს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება საკურიერო სერვისისთვის, შესაბამისად, აუცილებელია იყოს ზუსტი.

საკურიერო სერვისი
შეძენილი პროდუქციის ჩაბარება თბილისში ხდება შეძენიდან მეორე, ან მესამე დღეს კვირის ნებისმიერ პერიოდში, რეგიონებში კი 1-2 სამუშაო დღის მანძილზე. ამანათის ჩაბარება მოხდება უშუალოდ თქვენზე, ან თქვენი არყოფნის შემთხვევაში ნებისმიერ სრულწლოვან ოჯახის წევრზე. თუ კი კურიერს მითითებულ მისამართზე არ დახვდებით, იგი დაიცდის არაუმეტეს 15 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც შეკვეთა გაუქმდება და ნივთი დაგვიბრუნდება საწყობში.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
თქვენი ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ საკურიერო მომსახურებისთვის და გადაეცემა მხოლოდ კურიერს. ასევე, თქვენს მიერ მითითებული იმეილი ან ტელეფონის ნომერი შესაძლოა გამოყენებულ იქნას მარკეტინგული მიზნით — რათა დროულად მიიღოთ შეტყობინებები სიახლეებზე, აქციებსა და ექსკლუზიურ შემოთავაზებებზე.

უკან დაბრუნება
ჩვენ ვზრუნავთ თქვენი გამოცდილების ხარისხზე და გვსურს, რომ ჩვენი პროდუქტები სრულად აკმაყოფილებდეს თქვენს მოლოდინს. სწორედ ამიტომ, უკანა დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი ნივთის მდგომარეობა არ შეესაბამება აღწერილობას ან არსებობს ხარვეზი.

დაბრუნების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს შეძენიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
უკან დაბრუნება არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ:

  • ნივთს აღენიშნება აშკარა დაზიანება, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მხრიდან;
  • ნივთს აქვს გამოყენების ნიშნები;
  • ვადაგასულია 14-დღიანი პერიოდი.

შენიშვნა: თითოეული პროდუქტი არის ახალი, ხოლო განსაკუთრებული სტატუსი აღნიშნულია აღწერაში. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ პროდუქტის დეტალურ აღწერას შეკვეთამდე.

საიტზე სტუმრობა და მისი გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ იაზრებთ და ეთანხმებით აღნიშნულ წესებსა და პირობებს.
Gecomics ეკუთვნის ი.მ ლუკა მიმინოშვილს.

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის!